საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ინიციატორობით 12 აგვისტოდან ეგრისის ქედზე, ტობა ვარჩხილის ტბათა სისტემის მიმდინარედ ფესტივალი "ტობა 2014" გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალის მიზანია ეგრისის ქედის ტურისტული მარშუტების და ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაცია, ფესტივალი მრავალ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებას აერთიანებს. მასი მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით და გზამკვლევის მომსახურებით. წელს მონაწილეთა რაოდენობა 100 ადამიანს შეადგენს.
ფესტივალი "ტობა 2014" 16 აგვისტოს დასრულდება.