როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო კანცელარიის წინ გრძელდება იპოტეკითა და ბანკის სესხებით დაზარალებულთა საპროტესო აქციები. აქციის ორგანიზატორია "იბერიელთა კავშირი", რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დარინა ლომინაძე აცხადებს, რომ შედეგი არაფერია, მთავრობა არ უსმენს ხალხს და გრძელდება გამოსახლებები.
-"საუბედუროდ, მთავრობა მოსახლეობას აჯანყებისაკენ უბიძგებს!
ამის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ არაერთი მესიჯი იქნა გაგზავნილი გამოსახლების შესაჩერებლად! არაერთხელ ითქვა ისიც, რომ "ერთ დღესაც ხალხი უმართავი გახდებოდა!" ბათუმში მასიური გამოსახლებები დაიწყო! ერთდროულად რამოდენიმე ოჯახს სააღმსრულებლოდან შეტყობინება მიუტანეს სადაც 15–20 დღეში ბინის დაცლას აუწყებენ! მაგრამ, სამწუხაროდ გამოსახლებები უფრო დაუნდობელი გახადეს! ეს აწყობთ თავისუფლების ინსტიტუტით დაკომპლექტებულ პარლამენტისა და ნაცების ერთობლივ შეთანხმებას, რათა მათი გაჭირვება პოლიტიკურ ხრიკად გადაზარდონ და ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ გამწარებული ხალხის ხელით!
სიმშვიდე რომ უნდოდეთ –გამოსახლების შეწყვეტის ბრძანებას ერთ წუთში და ერთ სიტყვით მოაგვარებდნენ!!!!!!! –ამას სპეციალურად აკეთებენ!-წერს ლომინაძე.