ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასასურველი ექსესების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს აგზავნის. ასევე, პროექტის უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემადგენლობა, 1000 კაცის ოდენობით იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც.
"საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკა კაზანტიპთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს. როგორც ცნობილია, 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიიდან განმუხურამდე სტარტს იღებს კაზანტიპის ყველაზე მაშტაბური პროექტი ათასობით სტუმრით. სწორედ ამიტონ, არასასურველი ექსესების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს გზავნის.24 საათის განმავლობაში ადგილზე იმორიგევებს 2 კატასტროფის და ერთი გულის მანქანა, სულ 3 ჯგუფი. ამას გარდა, გამოიყოფა ტერიტორია ამბოლატორული მომსახურებისთვის. ზუგდიდის კლინიკაში კი გაიგზავნება დამატებითი ექიმების ჯგუფი.
პროექტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი შემადგენლობა, 1000 კაცის ოდენობით. რესპუბლიკა კაზანტიპში იმორიგევებს ასევე მაშველთა ჯგუფი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და ეკონომიკურ მხარეს:
უკვე ცნობილია, რომ 13 აგვისტოს, 11 საათზე, ანაკლიის ცენტრში ახალი მუნიციპალური ბაზარი იხსნება, რომელიც 200 -ზე მეტ მოვაჭრეზეა გათვლილი. 13 აგვისტოსვე გაიხსნება ავტო-პარკი, სადაც უკვე 500-ზე მეტი ტაქსია დარეგისტრირებული