ივერიონი / "მომავლის ბანაკი" ანაკლიაში მეოთხე ნაკადს უმასპინძლებს

"მომავლის ბანაკი" ანაკლიაში მეოთხე ნაკადს უმასპინძლებს

  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ანაკლიის  “მომავლისბანაკში”  მეოთხე ნაკადზე საზღვარგარეთ მცხოვრებ 50 ქართველ მოზარდს მასპინძლობსინიციატივა საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. გერმანიის, ყაზახეთის, უკრაინის, რუსეთის და აზერბაიჯანის დიასპორას ისრაელიდან 29 კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა. მოზარდები ანაკლიაში 7 აგვისტოს გაემგზავრნენ.

   ბავშვების უსაფრთხო გადაყვანას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო სამსახური უზრუნველყოფს. მომავლის ბანაკი 5 ივლისს გაიხსნა და წელს 6 ნაკადის განმავლობაში 1728 მოზარდს მიიღებს. პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

 

11-08-2014, 12:58
უკან დაბრუნება