ივერიონი / შვედეთთან "ორმაგი დაბეგვრის აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის კონვენცია" ამოქმედდა

შვედეთთან "ორმაგი დაბეგვრის აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის კონვენცია" ამოქმედდა

 შვედეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენცია ძალაში შევიდა. 

  კონვენციას 2013 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა იანსემ მოაწერეს ხელი.

  "ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენციის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.

 კონვენციის მუხლები ნათლად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის უფლებას, რათა პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგროს მხოლოდ ერთხელ.

  კონვენცია ასევე მოიცავს საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს პირების მიერ გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდებას.

 

11-08-2014, 15:28
უკან დაბრუნება