ივერიონი / მერაბიშვილის ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ემზადებიან

მერაბიშვილის ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ემზადებიან

   მას შემდეგ, რაც  ვანო მერაბიშვილის საქმეზე 2011 წლის 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მერაბიშვილის ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ემზადებიან.

  როგორც ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მიერ 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადების შემდეგ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდება, თუმცა დიდი მოლოდინი არ აქვთ.

"ჩვენ გავივლით ყველა აუცილებელ პროცედურას და მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. რაც შეეხება პროკურორების განცხადებას იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარეს სასამართლო პროცესებზე რეალური არგუმენტები არ წარმოუდგენია, ადვოკატის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, თუმცა მათი შეფასება არაადეკვატურად მოხდა, რადგან სასამართლო ხელისუფლება ზეწოლის ქვეშაა"-განაცხადა ადვოკატმა.

 

11-08-2014, 16:48
უკან დაბრუნება