დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, ხვალ ისნის რაიონში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე – შანდორ პეტეფის ქუჩის მიმდებარედ საშ/წნევის გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით, 10.00სთ-დან 18.00სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება წულუკიძის IV შეს-ში არსებული კორპუსების, ვარკეთილის IV მ/რ – კვ. 3-ისა და ვაზისუბნის დასახლების კორპ. 20, 21, 22-ის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს.
გაზმომარაგება დღის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.