შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 11 აგვისტოს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გოჩა რატიანმა, დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს ომში დაღუპული, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 გმირი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.