სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს დაესწრნენ.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარი „უშიშროებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე“ BP-საქართველოს ხელშეწყობით ჩატარდა. სემინარის გახსნას სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია დაესწრო და სემინარის მონაწილეებს წარმატება უსურვა.
სწავლების მიზანია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მომზადება საფრთხის შეფასების და რეაგირების, ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, არაგონივრული ძალის გამოყენების შემთხვევების შემცირების და ადამინაის უფლებების პატივისცემის საკითხებში.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებისთვის.
აღნიშნული სახის სემინარები პერიოდულად ტარდება.