დევნილთა განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, "გირგვლიანის საქმე იყო და დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს და მართლმსაჯულების სირცხვილად".
განცხადება ამის შესახებ სუბარმა მელნიკოვის ჩვენებისას გააკეთა. ოლეგ მელნიკოვმა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
"გირგვლიანის საქმე იყო და დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს და მართლმსაჯულების სირცხვილად. ეს არის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო და პროკურატურა თანამშრომლობდნენ ამ საქმის გაყალებისას. თანამშრომლობდნენ იმაში, რომ დამნაშავეები დაუსჯელები დარჩენილიყვნენ. დღეს ამ შეცდომის გამოსწორება ხდება და ბუნებრივია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს", - აღნიშნა სუბარმა.