ივერიონი / ირაკლი ზაქარეიშვილი: მელნიკოვი უპრეცედენტო ზეწოლას, შანტაჟს განიცდიდა

ირაკლი ზაქარეიშვილი: მელნიკოვი უპრეცედენტო ზეწოლას, შანტაჟს განიცდიდა

  სანდრო გირგვლიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ეხმაურება.

  „მრავალი თვის განმავლობაში პროკურატურის მხრიდან  მელნიკოვი განიცდიდა უპრეცედენტო ზეწოლას, შანტაჟს და საბოლოოდ მან დაუშვა საბედისწერო შეცდომა, დასთანხმდა პროკურატურას, მიეცა დავით ახალაიასა და სხვების მამხილებელი ცრუ ჩვენება.

  მელნიკოვს დაჰპირდნენ, რომ მას საბოლოოდ განესაზღვრება სასჯელად მცირე სასჯელი  და იგი ცდილობს სხვისი ცილისწამების ხარჯზე, რაც შეიძლება მალე მოიპოვოს თავისუფლება“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.  

 

  ცნობისთვის, ოლეგ მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის.აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა გუშინ,  გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მისცა.  მან აღნიშნა, რომ დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა.

12-08-2014, 10:36
უკან დაბრუნება