ივერიონი / რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

   ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი კალიფორნიაში,  საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომღერალი 63 წლის იყო. 

   -"ამ დროისთვის გამოძიებლები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდის შედეგად გამოწვეული ასფიქსია გახდა, თუმცა საბოლოო დასკვნა მრავალხმრივი გამოძიების შედეგად დაიდება",- აცხადებენ პოლიციაში.

   რობინ მაკლორინ უილიამსი-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან. მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის ("ნიჭიერი უილ ჰანტინგი", 1997). ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.

   მსახიობის გარდაცვალების გამო ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მწუხარება გამოთქვა.

   -"რობინ უილიამსი მფრინავი, ექიმი, ჯინი, აღმზრდელი, პრეზიდენტი, პროფესორი, მოუსვენარი პიტერ პენი  და სხვა ვინმე იყო, მაგრამ ის ერთადერთი იყო",- ნათქვამია ობამას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

12-08-2014, 10:48
უკან დაბრუნება