საბურთალოს რაიონის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს. ისინი სამ ობიექტზე იმყოფებოდნენ.
თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემების გავლა გამგებელთან და მერთან ერთად მოხდება. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მერმა უნდა მიიღოს.
„ვფიქრობ, რომ სიტუაცია ძალიან მარტივია, ეს ნებართვა უნდა გაუქმდეს. ვინც ამ ნებართვას ითხოვდა და ამაში ფულს იხდიდა რომ იზარალებს, ნუ მოვა და ნუ მეტყვის, რომ ჩვენ ბიზნესს ვაზარალებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.