წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობისა და თბილისის მერის დავით ნარმანიას შეხვედრა პარასკევს არის ჩანიშნული და გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატებიც დაესწრებიან.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, კომპანიის წარმომადგენელი მათ საქმიანობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს და სამომავლო პრიორიტეტებიც განისაზღვრება. მისივე თქმით, ყველა საკითხი, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ, შეხვედრაზე განხილული იქნება.
"არის რიგი საკითხები, რომლებიც მათ ვერ გადაწყვიტეს მერიის შესაბამის უწყებებთან, ამიტომ ჩვენ ამ საკითხებსაც განვიხილავთ. თვითონ წყალმომარაგების კომპანია პასუხისმგებელი იქნება, მოაწესრიგოს წყალმომარაგების სისტემა და გადაწყვიტოს ის საკითხები, რომლებიც გამგეობებში პრობლემების სახით დგას", – განაცხადა ნარმანიამ.