ირაკლი ალასანია-ძალიან სწორი ფორმაა, როცა ქვეყნის ლიდერი ღიად და გულწრფელად წერს სენატორებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალიან სწორი ფორმაა, როცა ქვეყნის ლიდერი ღიად და გულწრფელად წერს იმ სენატორებს, რომლებსაც საქართველოსთვის კარგი უნდათ.
"მათ კონკრეტულ საკითხებზე აქვთ შეკითხვები და ეს აბსოლუტურად სწორი ფორმაა, რომ პრემიერმა ასე ღიად და გუილწრფელად მიწერა წერილი. რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიზიარებთ იმ ყველაფერს, რაც იქ არის აღნიშნული, თუ როგორი პროცესებით მიდის საქართველო, რა თქმა უნდა, ერთის გამოკლებით, რომელიც ბატონ კირვალიძეს ეხება", - განაცხადა ალასანიამ.