პრემიერ-მინისტრის მიერ ამერიკელი სენატორებისადმი მიწერილ წერილს ექსპერტი გია ნოდია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს წერილი იმის აღიარებაა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. გია ნოდიას თქმით, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დევნას მოქმედი მთავრობა სამართლიანობის აღდგენით ნიღბავს.
"როგორც იქნა ხელისუფლებამ პრობლემა დაინახა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამერიკელ სენატორებს, როგორც მინიმუმ ზრდილობიანად მიწეროს და დაანახოს, რომ მათ არც დასავლურ ორიენტაციაზე და არც დემოკრატიაზე უარი არ უთქვამთ", - განაცხადა ნოდიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორებს წერილით მიმართა. მან სენატორებს რჩევისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე დასაკვირვებლად დაპატიჟა.