საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
"გულითადად გილოცავთ ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას . ამ გამარჯვებას ვულოცავ ასევე ყველა ქართველ მოჭადრაკეს, დიდი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, სპორტის ამ ულამაზესი სახეობის ევროპულ გულშემატკივარს." ნათქვამია მილოცვაში.