ივერიონი / კითხვა Freedom House -ის პრეზიდენტის განცხადებაზე, პრემიერმა უპასუხოდ დატოვა

კითხვა Freedom House -ის პრეზიდენტის განცხადებაზე, პრემიერმა უპასუხოდ დატოვა

 პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვა, საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებითFreedom House -ის პრეზიდენტის დევიდ კრამერის განცხადებაზე, უპასუხოდ დატოვა.

  როგორც დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ იანუკოვიჩი ტიმოშენკოს წინააღმდეგ სწორედ ისე იქცეოდა, როგორც საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით.

  "ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალმა, რომელიც 2005 წლით მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვა და სხვა ბრალის წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ", - განაცხადა კრამერმა.

12-08-2014, 19:42
უკან დაბრუნება