თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი "facebook"-ის საკუთარ გვერდზე კაზანტიპის შესახებ გავრცელებულ ბოლოდროინდელ ხუმრობაზე წერს.
"კაცი შინ არ ვარგოდაო და კაზანტიპზე გარბოდაო... რას არ იტყვის ხალხური გენია! ისე, ქალის ნათქვამს ჰგავს", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, კაზანტიპის რესპუბლიკა "ზეტი" წელს ბინას ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში 20-დან 30 აგვისტომდე დაიდებს.