РИА Новости-ის ცნობით, რუსული ჰუმანიტარული კოლონა, რომლის სიგრძეც თითქმის სამ კილომეტრს აღწევს წუხელ ვორონეჟში გაჩერდა. ღამის გასათევებლად მძღოლები და ჟურნალისტები ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დააბინავეს.
გუშინ გვიან საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 280 მანქანიანი კოლონის მარშრუტი უკრაინასთან და წითელ ჯვართან შეთანხმებულია და როგორც იქნა გამოაქვეყნა ჰუმანიტარული ტვირთის ჩამონათვალი.
"გაკვირვებას იწვევს უკრაინული მხარის განცხადება თითქოს მარშრუტი და ყველა ლოჯისტიკური მოთხოვნა შეთანხმებული არ არის" - ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.
მოსკოვი მოითხოვს, რომ რუსულმა ჰუმანიტარულმა კოლონამ გადაკვეთოს უკრაინის საზღვარი და უკვე წითელი ჯვრის ეგიდით გააგრძელოს გზა ლუგანსკისაკენ.
თავის მხრივ უკრაინა შეთანხმების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ კოლონას უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებს. კიევის განცხადებით, ტვირთი უნდა გადმოიტვირთოს წითელი ჯვრის მანქანებზე და მისი ტრანსპორტირებაც და განაწილებაც ამ ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს.
კოლონის დაძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი როგორც უკრაინა, ასევე წითელი ჯვარი აცხადებდნენ, რომ მათთვის უცნობია როგორ ჰუმანიტარული ტვირთის ჩამონათვალი, ასევე კოლონის მარშრუტი.
წითელმა ჯვარმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გუშინდელი გაგზავნა მოსკოვის ცალმხრივი ინიციატივა, იყო და მის შესახებ მათ პოსტფაქტუმ შეიტყვეს.
უკრაინული მხარის სიფრთხილე გამოწვეულია იმ ეჭვებით, რომ რუსეთი "ჰუმანიტარული მისიის" საბაბით ინტერვენციას განახორციელებს. ამ ეჭვებს დასავლეთის ქვეყნებიც იზიარებენ.
საფრანგეთის საგარეოს საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი თვლის, რომ რუსული ჰუმანიტარული კოლონა შესაძლოა იყოს მოსკოვის მცდელობა სამუდამოდ დაიმკვიდროს თავის აღმოსავლეთ უკრაინაში. "ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ამ საფარქვეშ რუსები, შესაძლოა, ლუგანსკთან და დოენცკთან განლაგდნენ და ჩვენ მომხდარი ფაქტის წინაშე ავღმოჩნდეთ" - განაცხადა ფაბიუსმა.
შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინაში "ჰუმანიტარული კოლონისა" და "სამშვიდობოების" შეყვანა სცადა და მაშინაც ცხადდებოდა რომ თითქოს მისისა წითელ ჯვართან იყო შეთანხმებული. უკრაინის პრეზიდენტის სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებების შედეგად რუსული "ჰუმანიტარული ინტერვენციას" არ შედგა.