მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატიმრებს არ შეიწყალებს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აღნიშნულის მიზეზად, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული მასშტაბური შეწყალების აქტს ასახელებს.
"პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 31 ივლისს გამოაქვეყნა. ეს საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ძალიან ბევრი მსჯავრდებული შეიწყალა. ასეთი შეწყალების აქტის შემდგომ სამ კვირაში კვლავ პატიმრების შეწყალება არაადეკვატური იქნებოდა. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეწყალება შეჩერდება, განცხადებები შემოდის ადმინისტრაციაში და მათი დამუშავებაც ხდება", - განაცხადა ქორიძემ.