შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული პაატა ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 37 შეკვრად დაფასოებული 13,039 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,21982 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით, პაატა ჩ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს .