საქართველოს ეზიდთა სათვისტომო, თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აწყობს რიგით მეორე სოლიდარობის აქციას.
"აქციის მიზანია, შევახსენოთ მსოფლიოს, რა საფრთხეს წარმოაგენს ტერორიზმი "ერაყის ისლამური რესპუბლიკის" სახით და კიდევ ერთხელ დავგმოთ ეზიდების გენოციდი ერაყში.
დავანახოთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ის სისასტიკე, რასაც ეზიდების წინააღმდეგ ჩადიან ერაყში. მსოფლიო საფრთხის წინაშეა", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია, პარლამენტის ძველი შენობის წინ, დღეს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, პირველი აქცია თბილისის გაეროს წარმომადგენლობასთან იეზიდთა სათვისტომომ 6 აგვისტოს გამართა.