შსს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი ოლეგ მელნიკოვის ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მელნიკოვის დახმარებით, აბსურდული ვერსია შეთითხნეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არაერთხელ ვარ დაკითხული და ახლაც მზად ვარ გავცე ყველა კითხვას პასუხი, თუ გამოძიებას კითხვები ექნება", - განაცხადა თაკო მერაბიშვილმა.
შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოს მისცა.