ივერიონი / თემურ ჯანაშია- ჩავალ თბილისში და ბრალს წამიყენებენ

თემურ ჯანაშია- ჩავალ თბილისში და ბრალს წამიყენებენ

  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახემლწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას ბრალი წარუდგინა, საქმე ეხება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას. აღნიშნულთან დაკავშირებით თემურ ჯანაშიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას კომენტარი გააკეთა:

  "დაკითხვაზე არ დავუბარებივარ პროკურატურას, ახლა ჩავალ თბილისში და ბრალი უნდა წამიყენონ", - განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას თემურ ჯანაშიამ.

  მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

13-08-2014, 13:59
უკან დაბრუნება