ივერიონი / თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ინფრასტრუქტურული პროექტების დონეზეც გრძელდება

თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ინფრასტრუქტურული პროექტების დონეზეც გრძელდება

 

"მარაბდა-თეთრწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" მშენებლობას საქართველოსა და თურქეთისთვის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ლევანტ მურათ ბურჰანს შეხვდრისას განაცხადა. 

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა და ელჩმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც თურქეთი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ. 

 

განსაკუთრებული ყურადღება "მარაბდა-თეთრწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის პროექტზე გამახვილდა. აღნიშნულ პროექტს საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ახორციელებს. მინისტრმა დიპლომატთან შეხვედრისას საქართველოსა და თურქეთისათვის სარკინიგზო ხაზის სტრატეგიულ  მნიშვნელობასა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. აღინიშნა იმ ეკონომიკური სარგებელის შესახებაც, რომელსაც პროექტში მონაწილე ქვეყნები  მისი განხორციელების შედეგად მიიღებენ. 

 

 

30-10-2012, 17:23
უკან დაბრუნება