საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 12 აგვისტოს №285 ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
ამაშუკელი 2013-2014 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მანამდე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.