უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს ყველა სახის ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არის "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით.
"თავიდან ისინი "გრადებს, ტერორისტებს, ბანდიტებს გვიგზავნიდნენ, რომლებიც უკრაინელებს ხვრეტდენ, ახლა კიდევ წყალსა და მარილს აგზავნიან. ჯობდა რუსეთს ეს კამაზები ცარიელი გამოეგზავნა, თავისი ბანდიტები წაეყვანა და "ჰუმანიტარული დახმარების" გამოგზავნაც არ დასჭირდებოდა." - აცხადებს უკრაინის პრემიერი.