საავტომობილო გზების დეპარტამენტი დღეს დაბა ჩაქვში ქობულეთის შემოვლითი გზის ბოლო 2 კილომეტრის მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვას გამართავს.
განხილვა დაბა ჩაქვის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.
ქობულეთის შემოვლითი გზის კმ16+500–კმ18+860 (2.05) მონაკვეთის პროექტის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. შეხვეედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საპროექტო ორგანიზაციის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა