თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებულ საქმეზე პროცესი განახლდა, პროცესზე დაცვის მხარის 7 მოწმეს დაკითხავენ.
მოყვანილი 7 მოწმიდან 5 სასჯლაღსრულების ყოფილი თანაშრომელია, ესენი დაცვის მხარის მოწმეები არიან. დღესვე ადვოკატები ერთ შუამდგომლობას დააყენებენ . ამ შუამდგომლობით ისინი ითხოვენ პროცესზე ორი მოწმის ჩვენება დაიხუროს, იმიტომ რომ აღნიშნული მოწმეები სპეცრაზმის თანამშრომლები არიან.
რაც შეეხეა ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დაცვის მხარის მოწმეები მსუბუქ ჩვენენბებს იძლევიან.
"დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს გამოძახებული ჰყავს 7 მოწმე , ყველა ამ მოწმეებიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორ მოწმესთან დაკავშირებიტ მოხდება შუამდგომლობის დაყენება პროცესის დახურვაზე, ვინაიდან გაჟღერებული იქნება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი იფორმაცია და ყველა ეს მოწმე კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე დანაშაულის ჩადენას, რაც დარწმუნებული ვარ სასამართლოს სერიოზულად დააფიქრებს ამ საქმეზე და დაეხმარება ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში". განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.