ივერიონი / დავით ნარმანია - ნურავინ შეეცდება ამ თემის ხელოვნურად აწევას

დავით ნარმანია - ნურავინ შეეცდება ამ თემის ხელოვნურად აწევას

   თბილისის მერი, დავით ნარმანია  მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების პროცესს ეხმიანება. ის  განმარტავს, რომ იმ თანამშრომლებზე, რომელთაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს ზეწოლა არ ყოფილა:
   " ყველაფერი სამართლიანობის ფარგლებში და ჩარჩოებშია და ნურავინ შეეცდება  ხელოვნურად ამ თემის აწევას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ ადამიანებმა , რომლებიც მოგვყვებიან და რომლებიც მზად არიან  შეასრულონ და აღასრულონ ის პროგრამა და ის ამოცანები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ადამიანები  რომელთაც არ აქვთ სათანადო კომპეტენცია და უკავიათ  მაღალი რანგის თანამდებობები, ჩვენდა სამწუხაროდ ესეთი ადამიანებისთვის ეს თანამდებობები  და  ეს რანგი შეუფერებელია. დაგეგმილი გვაქვს ატესტციის პროცესი და ამ ატესტაციის შესაბამისად რასაკვირველია ცვლილებები იქნება"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

14-08-2014, 15:30
უკან დაბრუნება