ივერიონი / პატიმართა მასშტაბური ეტაპირება განხორციელდა

პატიმართა მასშტაბური ეტაპირება განხორციელდა

გლდანის ციხიდან 145 პატიმარი შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სოზარ სუბარის განცხადებით, ასეთი მასშტაბის ეტაპირება 20 წელია  არ მომხდარა. ნაკლებად მძიმე დანაშაულის პატიმრებს მსუბუქი რეჟიმის ციხეში გადაიყვანენ. 


მინისტრის განცხადებით, ბევრი მათგანი ციხეში უკანონოდ იხდის სასჯელეს და ამიტომ მათ დარჩენილი ვადა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში უნდა მოიხადონ.


სოზარ სუბარი ასევე გამოეხმაურა გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტს, სადაც ადილი ჰქონდა ადვოკატის და ციხის ზედამხედველს შორის შელაპარაკებას. მინისტრმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მოუწოდა, მსგვასი სიტუაციებისგან თავი შეიკავობინ.

31-10-2012, 10:15
უკან დაბრუნება