ივერიონი / სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

   დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
   ოგორც შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია მუშავდება. აქედან გამომდინარე, საქართველოში დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ გამოცდილების გაზიარებაა, რაც საქართველომ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული რეფორმებით და ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტებით მიიღო.
  სტუმრებმა შეხვედრაზე იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგში ახორციელებს,მათ შორის, საირიგაციო სისტემების მოწყობა; ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა, რომელიც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს; ევროპული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა; ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანული მხარის გამოცდილების გაზიარება აგროლიზინგის მიმართულებით.
   "ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ჩვენს მეზობელ კოლეგებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკას 10-წლიანი გამოცდილება აქვს აგროლიზინგის მიმართულებით და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის საინტერესოა. ვფიქრობ, კარგი იქნება შევძლოთ ბიზნესფორუმის ორგანიზება ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისათვის. ასეთი ტიპის ღონისძიებები დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

14-08-2014, 21:36
უკან დაბრუნება