პროკურატურამ ჩემზე გამოაცხადა შიდა და არა გარე ძებნა, რატომ? იმიტომ, რომ ამათთვის მთავარია ქვეყანაში არ ჩამოვიდე, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას.
სააკაშვილმა ლაზიკას მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს რომ ლაზიკა აშენებულიყო, საქართველო კაზანტიპის იმედად არ იქნებოდა.
,,ივანიშვილს, რომელსაც უნდა რომ ხიდი დაანგრიოს, ივანიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ჰესებზე ფული აკეთოს, ივანიშვილი, რომელიც ასობით მილიონს აკეთებს აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან გადაზიდვებზე, ეს რის ფასად ხდება? მარტივად გეტყვით - დღეს რომ ლაზიკა აშენებულიყო, მაშინ როცა ოდესა თავის ფუნქიას კარგავს, მთელი ტვირთები შუააზიიდან წამოვიდოდა საქართველოზე, მათ შორის ავღანური ტვირთები. დღეს, რომ ლაზიკა აშენებულიყო, ჩვენ კზანტიპის იმედზე კი არ ვიქნებოდით, იქ იქნებოდა შემოსავალი ასობით მილიონი ჩვენი მოქალაქეებისთვის. გააჩერეს, სანამ რკინიგზის და მიწების თემა არ გაირკვევა ანაკლიაში. არცერთ ჩვენგანს არ აქვს ეს მიწა და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ნეპოტიზმით, ბიძაშვილებით და მამიდაშვილებით - თამაზაშვილის კლანი, უჩა, მისი საყვარელი დეიდაშვილი, შმაგი, ვინმე ეფესბესთან კავშირში. და ეს ყველაფერი რომ მოხდეს, აუცილებელია, რომ სააკაშვილი არ ჩამოვიდეს საქართველოში. მე მინდა ვუთხრა მას, რომ ეს მარაზმი, რომელიც ახლა არის, ისტორია კი განსჯის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ჯანსაღი უმრავლესობა, თავის ადგილს მიუჩენს. ყველა ქართველმა დასვას კითვხა: იყო თუ არა საქართველო 2008-ში უკეთესი ადგილი, ვიდრე 2003-ში? 2014 წელს არის საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 2012-ში? აქაც პასუხი ნათელია ყველასთვის. მე არ ვნანობ იმას, რომ ასე ვიმუშავე. დაფასებისთვის არასოდეს გვიმუშავია, იმიტომ რომ ასე მწამს. ეგენი თავისი ნეპოტიზმური კულტურით ზომავენ ყველაფერს და ეს ერთმშვენიერ დღეს გაქრება", - განაცხადა სააკაშვილმა.