ივერიონი / ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა "ფენიქსს" ტოვებენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა "ფენიქსს" ტოვებენ

   თავდაცვის სამინისტროს პრესასმასხურის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა "ფენიქსს" ტოვებენ. ბაზა "ფენიქსი" ფუნქციონირებას წყვეტს. პირველი ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის მიერ ISAF-ის ოპერაციის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 13-ე ბატალიონის სამხედროებმა ბაზა "ფენიქსზე" საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ოცეულის სერჟანტმა გიორგი ტაბლიაშვილმა დროშა ავღანეთში უფროს სამხედრო წარმომადგენელს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს გადასცა. საზეიმო ცერემონიალს ბაზა "ფენიქსზე" აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც დაესწრო. დროშის დაშვების ცერემონიალის დასასრულს ქართველ სამხედროებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მედალი გადაეცათ. აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის ჯგუფის უფროსმა ვიცეპოლკოვნიკმა ალექს მაკლემურმა კი ქართველ ჯარისკაცებს ჯორჯიის შტატის მედლები გადასცა.

15-08-2014, 10:59
უკან დაბრუნება