აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის მარი ჰარფის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთადერთი ტურისტია, რომელიც ამ ზაფხულს ყირიმში ჩავიდა".
"იმ ინფორმაციიდან, რაც მე მსმენია, ის ერთადერთი ტურისტია, რომელიც ყირიმში ჩავიდა. ყირიმში ტურისტული ინდუსტრია სრულად განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ უკანასკნელის ანექსია მოახდინა. ხალხი არ აპირებს იქ ჩასვლას. მათი ეკონომიკა მყარად ვერ ვითარდება, ამის გამო უდიდესი ტვირთი რეალურად, რუსეთს აწევს, რომელმაც მისი ანექსია მოახდინა", - განაცხადა მარი ჰარფმა.