პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ურჩია, "პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართონ კითხვით, თუ რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის პროცედურას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებით".
"თითოეული მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. ამაზე საუბარი იყო წლების განმავლობაში და არ არსებობდა მტკიცებულებები. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა პროკურატურას გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა", - განმარტა პრემიერმა.