ივერიონი / ლაგოდეხში "ლიბერთი ბანკის" ახალმა სერვისცნტრმა დაიწყო ფუნქციონირება

ლაგოდეხში "ლიბერთი ბანკის" ახალმა სერვისცნტრმა დაიწყო ფუნქციონირება

  ლიბერთი ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ, ლაგოდეხში, ქიზიყის ქ. #23-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.

   ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის 130-ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 69 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

 

 

15-08-2014, 12:21
უკან დაბრუნება