ექსპერტი გია ნოდია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიდა ძებნის გამოცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სასაცილოა გამოდის, სახლში ეძებდე ადამიანს, რომელიც არსად იმალება.
"ამ "შიდა ძიების" თუ რაც ქვია, იურიდიული არსი ცხადია და მიშამაც გასაგებად განმარტა გუშინ: ის საქართველოში ვერ უნდა ჩამოვიდეს. მაგრამ, მაინც ძალიან სასაცილო გამოდის: შენს სახლში "ეძებ" ადამიანს, რომელიც არსად არ იმალება, ნიუ-იორკიდან ტელევიზორით გელაპარაკება და გახურავს. პოლიტიკური იდიოტიზმი, აქ და მრავალ სხვა შემთხვევაში, სასაცილოცაა. მაგრამ, რომ წავუმეგრულოთ, "სორე იუმორის გრძნობა"?".