საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე თბილისის მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ის საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.
ბუცხრიკიძის თქმით, საგამოძიებო უწყებას მასთან შეკითხები ე.წ. "ნავთლუღის საქმეზე" აქვს. ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების მიზეზი, რადგან ის რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე, ამ საქმეზე უკვე დაიკითხა.
"გუშინ მომივიდა უწყება, რომ დამატებით აქვთ ჩემთან დაკავშირებით კითხვები. მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. რამდენიმე დღის წინ ყველა კითხვას გავეცი პასუხი, ეტყობა არ მოეწონათ ჩემი პასუხები და დამატებით კითხვები აქვთ.
საქმე ეხება 2006 წელს, როდესაც მე ვმუშაობდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილედ. რუსთავის პირველი დაწესებულებიდან მეშვიდე დაწესებულებაში გადაყვანაზე ჰქონდათ კითხვები." - განაცხადა კახა ბუცხრიკიძემ დაკითხვაზე შესვლამდე.