განათლების სამინისტროში მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სკოლებიდან გათავისუფლებული პირების დავებს შეისწავლის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ უამრავი წერილი მიიღო, სადაც დათხოვნის მიზეზებზეა საუბარი. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს.
"ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენ არ გვინდა, რომ საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა მოხდეს", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.