ივერიონი / დავით ნარმანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებს ხვდება

დავით ნარმანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებს ხვდება

  დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებს ხვდება. 

  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ახალ მთავრობას გაწეული სამუშაოების ამსახველ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომპანიის წინაშე მდგარ პრობლემებზეც მიაწოდა ინფორმაცია: მერიის მხრიდან გაიცა სამშენებლო ნებართვები, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების პირობები გათვალისწინებული არ არის. მერიის მხრიდან სხვისდება ისეთი ტერიტორიები, სადაც წყალმომარაგების კომპანიის მაგისტრალური გზები და კოლექტორები გადის. სანიაღვრე სისტემების მდგომარეობის გამო წვიმის სადინარები მიერთებულია კომპანიის საკანალიზაციო სისტემებზე, რაც სისტემების გაჭედვას იწვევს და ქმნის ავარიულ მდგომარეობას. შენობები პირდაპირ არის დაშენებული საკანალიზაციო ჭებზე. 

  წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორის, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, არის ქუჩები, სადაც სანიაღვრე სისტემები საერთოდ არ არსებობს და პირდაპირ ხდება წვიმის წყლის სადენების საკანალიზაციო სისტემებზე მიერთება. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თბილისში ასეთი 900 ქუჩაა.

 

15-08-2014, 15:58
უკან დაბრუნება