ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა ოთხი უმაღლესი სასწავლებლის 50-მდე სტუდენტმა მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა ლექცია-დისკუსია ფილოსოფიის საკითხებზე ნიცშეს ნაწარმოების "კეთილისა და ბოროტის მიღმა" მიხედვით, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკლაუს ლარგიერთან ერთად წარმართა. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
  "უმაღლესი სწავლებისა და მეცნიერების განვითარების პროექტი" რუსთაველისა და ფოლკსვაგენის ფონდების ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება.  სემინარის თემა ამჯერად რელიგიის ფილოსოფიური საფუძვლებია.
 

15-08-2014, 17:50
უკან დაბრუნება