NATO-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ადასტურებს, რომ რუსეთის ჯავშანტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა. აღნიშნულზე ინფორმაციას "ლიგა.ნეტ" ავრცელებს.
"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ გასულ ღამეს ალიანსი თვალს ადევნებდა სამხედრო ავტოკოლონის მიერ უკრაინის საზღვრის დარღვევის ფაქტს.
რასმუსენს საზღვრის დარღვევის გამო რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის კლასიფიკაცია არ მოუხდენია.
"ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვხედავთ რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ბოევიკებისა და იარაღის ნაკადს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები, შეაჩეროს იარაღის მიწოდება და მებრძოლების შეყვანა და დაიწყოს ღია დიალოგი უკრაინასთან." - განაცხადა რასმუსენმა.