ექსპერტი, კახა კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ უღტიერთობაზე საუბრობს. კახიშვილი განმარტებით,
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ადამიანებს არ უყვარდეთ ერთანეთი, მაგრამ ნორმალური საქმიანი ურთიერთობა მაინც უნდა ჰქონდეთ. კახიშვილი ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანია ორ მნიშვნელოვან ინსტიტუს შორის არსებობდეს საქმიანი ურთიერთობა.
,,სახელმწიფოს სჭირდება სრულყოფილად გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. როდესაც ორ ძალიან მნიშნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს - პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არის ასეთი ტიპის ურთიერთობები, მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგად წაადგება საქართველოს განვითარებას. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ადამიანებს არ უყვარდეთ ერთანეთი, მაგრამ ნორმალური საქმიანი ურთიერთობა მაინც უნდა ჰქონდეთ." - განაცხადა კახა კახიშვილმა.