17 ბერლინში აგვისტოს უკრაინის, გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები იგეგმება. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლე კლიმკინი ტვიტერზე წერს.
-"კვირას მე შევხვდები შტაინმაიერს, ფაბიუსს და ლავროვს. კვადრატული იქნება მაგიდა თუ მრგვალი - ვერ გეტყვით, საუბარი საჭიროა." - წერს პავლე კლიმკინი.
ცნობისთვის, საუბარი უნდა შეეხოს ტერორისტების გაყვანას დონეცკიდან და ლუგანსკიდან. ასევე რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოსა და სხვა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას.