news.rambler.ru ავრცელებს რუსეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა ფედერალური მოხმარებისათვის უცხოური წარმოების მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის შესყიდვაზე.
აკრძალულო საქონლის სიაში შევიდა ქსოვილები, თეთრეული, ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი, ტყავისა და ბეწვეულის ნაწარმი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ზომები შემოღებულია ადგილობრივი მრეწველობის განვითარებისათვის.
კვების მრეწველობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვასთან შედარებით, ქვეუნების ჩამონათვალი, საიდანაც იმპორტი აიკრძალა გაცილები დიდია. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ ბელორუსისა და ყაზახეთისთვის.