საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ასევე დაადგინა ნადირობის დღიური ლიმიტები. სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში, ასევე მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობა იკრძალება.
ნადირობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.