რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურის ავრცელებს.
საუბრისას პუტინი მერკელს უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ესაუბრა.
არსებული ინფორმაციით, მერკელმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციაში წვლილი შეიტანოს, კერძოდ, იარაღის მიწოდება და სამხედრო პერსონალის გაგზავნა შეწყვიტოს.