–,,მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება"–ვკითხულობთ საქართველოს პრემიერის სენატორებისადმი მიწერილ წერილში.
ამ წერილს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი ეხმაურება და "ივერიონთან" საუბარში აღნიშნავს:
–ნამდვილად კარგი და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თუ პროკურატურა ვერ შეძებს ბრალის დასაბუთებას და შემდეგ სასამართლოზე, სადაც ხდება საქმის არსებითი დანხილვა, ბრალდებული გამართლდება, ეს ასეც უნდა იყოს. თუ გამოძიება სათანადოდ არ ჩატარდება, ბრალი გამყარებული არ იქნება ფაქტებით, ასეც მოხდება და მოსამართლე შესამამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ბრალდებულს ან გაამართლებს არ მუხლს შეუცვლის უფრო მსუბუქი მუხლით, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი საქმეები არაა, ეს არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეები.
–რამდენადაც ვიცით თქვენ სასამართლო პროცესებს ესწრებით და საქმის კურსში ხართ, რა ხდება დღეს სასამართლოებში და ამ სასამართლო პროცესებზე?
–კი, მართალია, ვესწრები და შემიძლია ვთქვა, რომ გახმაურებულ საქმეებზე დგება გამამართლებელი განაჩენები, ეს იმ პირობებში, როდესაც პარლამენტმა მიიღო 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: პირველი–მოწმეთა დაკითხვის გადავადება(ამით გამოძიებას მიეცა საშუალება სასამართლომდე საფუძვლიანად გამოძიებული ან ,,შეკერილი" საქმე მიიტანოს) და მეორე–დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება გამოძიებასთან მიახლოებულიყო უფლებრივად. ჩხრეკის გარდა, ამოღებისა და მტკიცებულებების დამაგრების უფლება. ესეც გადაიდო და როდესაც ამ პირობებში გამამართლებელი განაჩენი დადგება რას ნიშნავს? ეს არის თუ არა საკადრო პრობლემა? ან გამოძიების, გამომძიებლების კვალიფიკაციის ხარისხია ასამაღლებელი ან საქმე გვაქვს მარტივად რომ ვთქვათ პიართან, ამიტომ საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე, რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას ეს არის უბრალოდ პოლიტიკური თემა და წინასაარჩევნო დაპირება და რადგან ამ ეფექტური დაპირებით ხელისუფლებაში მოვიდნენ ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამ გამუდმებული ბრალის წაყენებით და დამძიმებით ხელისუფლება ქმნის სურათს სამართლიანობის აღდგენის.
–ხალხის პროტესტს არ გამოიწვევს ეს შენარჩუნება და საპიარო დაპირება?
–ხალხში ეს პროტესტი არის უკვე, ეს ხელისუფლება ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს. ეს პროტესტი არჩევნებზე არ მისვლითაც გამოიხატა.
–რა იქნება შედეგი თქვენი აზრით?
–შედეგი ის იქნება რომ კიდევ ერთ 1 ოქტომბერს მივიღებთ, ამ ხელისუფლებასაც არას ეტყვის ხალხი!